logo
ENG



სიერა ლეონეში საწვავის ტანკერი აფეთქდა - დაღუპულია სულ მცირე 84 ადამიანი [ვიდეო]

06 ნოე 202113:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/06/wwl1p99i9v0bnqi.jpg

სიერა ლეონეს დედაქალაქში საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ინციდენტის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. 

დედაქალაქ ფრიტაუნის მერის, ივონ აკი-სოიერის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ტანკერს საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც მას სხვა სატვირთო ავტომობილი შეეხაჯა.  

ამასთან, Reuters-ს ინფორმაციით, ადგილობრივ მორგში 91 ადამიანის ცხედარი გადაიყვანეს. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია და შეიძლება შეიცვალოს. 


close დახურვა